რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ვითარება კვლავ რთულია უკრაინაში. რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია შვიდი ადამიანი. თავდასხმა პეჩერსკის და დნეპროვსკის რაიონებში, საცხოვრებელ სახლებზე მოხდა. პეჩერსკის რაიონში მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა, რაც რამდენიმე სართულზე გავრცელდა. დნეპროვსკში კი – ხანძარი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე გაჩნდა.