დონეცკისა და ხერსონის ოლქებში რუსეთის დარტყმების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი , 14 დაშავდა. დონეცკის ოლქში ერთი ადამიანია დაღუპული, ხოლო – ხუთი დაშავებული. ხერსონის ოლქში კი, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ შეტევები „ისკანდერ-ემ“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 176 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა. როგორც საჰაერო ძალებში განმარტავენ, მათ 139 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.