რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასული ღამეს უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ტუაპსის საპორტო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. დრონის ფრაგმენტებმა დააზიანა ნავთობტანკერი, სადაც ხანძარი გავრცელდა, ასევე ტერმინალი და საცხოვრებელი კორპუსი. რუსული მხარის ცნობით, ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 164 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის ბრიანსკის, ყირიმის, ვოლგოგრადის, როსტოვისა და ორლოვის ოლქებში, რის გამოც შეფერხებით ფუნქციონირებდა ქვეყნის რამდენიმე აეროპორტი. თავის მხრივ რუსულმა ძალებმა კი, იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს დასახლებულ ზონაში, სადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ერთი პირია დაღუპული დნეპროპეტროვსკში. თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სუმის ოლქის ნაწილი. 19-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი მიკოლაევში.