რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
ღამით რუსეთმა სლავიანსკის თბოელექტროსადგური დაბომბა. დაღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამას მსოფლიოს მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ ფრონტის ხაზზე სტუმრობისას განაცხადა, რომ პოკროვსკში რუსეთის ჯარი ურბანულ ზონაში გროვდება და სიტუაცია რთულია, თუმცა კრემლის პროპაგანდისტული განცხადებები უკრაინის ძალების ბლოკადის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, მიზნებსა და შესაძლებლობებს შორის გონივრული ბალანსის შენარჩუნება უწევთ, პრიორიტეტი კი ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნებაა.