ვითარება ისევ რთულია უკრაინაში. ღამით რუსეთმა იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქზე მიიტანა, შედეგად დაშავდა 10 ადამიანი. ასევე დაზიანებულია სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ხანძარი გაჩნდა კერძო სახლებში და ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურაც. ჯამში, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 62 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან 40 „შაჰედი“ იყო.