რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინა ისევ რუსული რაკეტების სამიზნეა – აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში, იზიუმსა და პოლტავაში. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინა ცდილობს, რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგოსისტემაზე მიტანილი იერიშების შედეგებს გაუმკლავდეს. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერთან განიხილავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლებლობას. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე თვლის, რომ ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრას, ვაშინგტონის გავლენის გათვალისწინებით, ნამდვილად შეუძლია რუსეთთან ომს წერტილი დაუსვას. ზელენსკისთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტი მოსკოვისთვის, როგორც დიდი ძალის იმიჯისთვის, საზიანოა.