რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება. დონეცკის ოლქი რუსული თავდასხმების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინული მედიის თანახმად, დღეს დილით რუსმა სამხედროებმა რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. რუსეთის არმიამ ასევე დაბომბა უკრაინის ხარკოვის რეგიონი, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ჩუგუევში რუსეთი თავს დაესხა საგანმანათლებლო დაწესებულებას, ადმინისტრაციულ შენობას, საცხოვრებელ კორპუსს და მსუბუქ ავტომობილებს. ხარკოვის მერი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში ეს შესაძლოა ყველაზე რთული ზამთარი იყოს, რადგან რუსეთის ამოცანა უკრაინის გენერაციის განადგურებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შტატები და სხვა პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებენ.