რუსეთის მხრიდან კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. მათ შორის ერთი ბავშვია. სამძებრო სამუშაოების დროს უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში მდებარე შენობის ნანგრევებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შეგახსენებთ, რუსეთმა კიევზე თავდასხმა გუშინ ღამით განახორციელა. დაზიანებულია გაზსადენი, რის გამოც, რვა დასახლებულ პუნქტში გაზმომარაგება შეწყდება. პარალელურად, დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოდონეცკზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია, დონეცკის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურატურის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანებები მიიღო.