რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინა რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას აპირებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ გააგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს ზუსტად ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის თავდაცვისთვის. ძალები და რესურსები მზადაა. ასევე დაგეგმილია ახალი დარტყმები სიღრმეში – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ისევ განახორციელეს ზაპოროჟიეზე მასირებული თავდასხმა. დაშავებულია სულ მცირე 34 ადამიანი. დაიბომბა ოდესის ოლქში, ქალაქი ჩერნომორსკი და მისი მიმდებარე ტერიტორიაც. დაშავდა ერთი ადამიანი. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 29 ათასამდე აბონენტი. თავის მხრივ, რუსული ძალები აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში 21 უკრაინული დრონი გააუვნებელყვეს. პარალელურად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად სოფელი მირნოე გაათავისუფლეს. მედიაში გავრცელებული რუკის მიხედვით, მირნოე მონიშნულია, როგორც „დეოკუპირებული“.