რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო შეტევა მიიტანა. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 641 დრონი და რაკეტა გაუშვა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის დასავლეთში მდებარე დასახლებისკენ იყო მიმართული. თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქი ლვოვიც. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. აფეთქებების ტალღამ ათობით სახლი დააზიანა. აფეთქებების ხმა ისმოდა გუშინ ღამით ასევე კიევშიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. რუსებმა იერიში მიიტანეს ტრანს-კარპატიის ოლქში მდებარე ქალაქ მუკა-ჩევოზე, სადაც დაშავებულია 15 ადამიანი. ამ დარტყმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო. გაჩნდა ხანძარიც.