რუსეთმა კიევზე მასიური იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 52 კი დაშავდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სვიატოშინსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელია დანგრეული. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამსახური. სხვა რაიონებში დამწვარია შენობები, მანქანები, საბავშვო ბაღი და სკოლის შენობა. კლიჩკოს თქმით, ზარალი დიდია. მომხდარს ასევე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს ტერორისტები უწოდა და სოციალურ ქსელში შემთხვევის ადგილიდან ვიდეო გააზიარა.