რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინა რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ელექტროქვესადგურს დრონებით დაესხა თავს. ოლქის გუბერნატორის თქმით, „ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რკინიგზასთან დამაკავშირებელი ქსელისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა“. რუსული მხარის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 300-მდე დრონი მოიგერიეს, მათ შორის ბრიანსკის, როსტოვის, ყირიმის ოლქებსა და აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში. რუსეთმა კი უკრაინაზე 83 დრონით მიიტანა იერიში. ასევე დაიბომბა სამი ოლქი, სადაც დაღუპულია ორი და დაშავებულია 16 ადამიანი. ამასთან, რუსული მხარე ირწმუნება, რომ დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ორ დასახლებაზე კონტროლის მოპოვება შეძლეს.