რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში 

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასიური საჰაერო იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანია დაღუპული, დაშავებულია – 16. „ცხრა მათგანი ჰოსპიტალიზირებუ ლია, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. თავდასხმა ასევე განხორციელდა ხერსონზე, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.