რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. კიევის ოლქში ჰაერის თავდაცვის სისტემები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პარალელურად, რუსეთის როსტოვის რამდენიმე რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ავრცელებს და ადასტურებს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.