რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ღამით კიევზე მასირებული იერიში მიიტანა. ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამასთან, ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 17 ადამიანი. რუსეთმა თავდასხმის დროს 440-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და 32 რაკეტა გამოიყენა. კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. „მთელმა მსოფლიომ, აშშ-მა და ევროპამ საბოლოოდ უნდა უპასუხონ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება პასუხობს ტერორისტებს – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.