რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ვითარება ისევ რთულია უკრაინაში. ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 200 დრონი გაუშვა, უკრაინის საჰაერო ძალებმა მათგან 119-ის ჩამოგდება მოახერხეს. რუსეთის მთავარი სამიზნე პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუკი იყო. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, კერძო სახლები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.