რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას აგრძელებს. ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა ერთი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. რუსული არმია დრონებით დაესხა თავს კიევზეც, სადაც შვიდ რაიონზე მიიტანეს იერიში. დაშავებულია ოთხი პირი. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვის, კურსკისა და სუმის მიმართულებებზე გრძელდება.