სუმის ოლქში რუსული მხარის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ავრცელებს. რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს მიაყენეს. როგორც მედია წერს, რუსეთი ბოლო რამდენიმე თვეა სუმის რეგიონზე განსაკუთრებით აქტიურ თავდასხმებს ახორციელებს. გასულ თვეში სუმში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. რუსეთი სამოქალაქო პირებზე მიზანმიმართულ თავდასხმას უარყოფს.