რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პუტინის მიერ სამი დღით გამოცხადებული ზავის დასრულების შემდეგ კი, რუსეთმა დრონების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთმა სულ 108 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში „შაჰედის“ ტიპის 60 დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 41-მა უპილოტო აპარატმა კი, მათივე თქმით, სამიზნეს ვერ მიაღწია. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთმა სუმის და ხარკოვის ოლქების მიმართულებით მართვადი საავიაციო ბომბები არაერთხელ გაუშვა. რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაშავდა.