რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. მათივე ცნობით, იერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა რამდენიმე ლოკაციაზე. უკრაინის საგანგებო სამსახურმა Telegram-ზე დაწერა , რომ 76 მეხანძრე მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში, რომელთა შორის იყო მცირე ხანძარი კიევის ცენტრალურ შევჩენ-კივსკის რაიონში. საჰაერო განგაშის ხმა კიევში, მის შემოგარენსა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ღამით, ერთი საათის განმავლობაში ისმოდა. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზადაა საპასუხო, სულ მცირე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ისინი ამზადებენ სანქციების ახალ პაკეტს გარკვეული ორგანიზაციების წინააღმდეგ იმ ქვეყნებში, რომლებიც, რუსეთს ეხმარებიან სანქციების თავიდან აცილებაში.