რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის მორიგი, მასიური იერიში კიევზე. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული, ხოლო 70-ზე მეტი დაშავებულია. სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ თავდასხმამ გაანადგურა და დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ხალხი აღმოჩნდეს. სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. როგორც ცნობილია, მსგავსი სამუშაოები კიევის ხუთ რაიონში მიმდინარეობს.