რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, არიან დაშავებულები – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები, ასევე რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი. ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. თავდასხმის შედეგად დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.