რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა დნეპრზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, 28 დაშავებულია, აქედან ოთხი ბავშვია. დნეპრის მერი ბორის ფილატოვი აცხადებს, რომ დაზიანებულია სულ მცირე 15 სახლი. მათ შორის – სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, სასწავლო დაწესებულების შენობები და კვების საწარმო. დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, სწორედ ეს არის „რუსული მშვიდობა“ ხოლო რუსეთის საჯარო გვერდებზე გამოჩნდება მორიგი დეზინფორმაცია ნატო-ს ოფიცრების განადგურების შესახებ. სინამდვილეში კი ეს კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორია“.