ვითარება ისევ რთულია უკრაინაში. რუსეთის მიერ ხარკოვზე „შაჰედის“ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ორი და დაშავდა 27 ადამიანი. დაშავებულებს შორის არის 5-დან 17 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი. დაზიანებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და საოფისე შენობა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 30 მარტის
ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტითა და სხვადასხვა ტიპის 111 დრონით დაესხა თავს, საიდანაც 65 უკრაინის თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, 35 კი, ლოკაციურად დაიკარგა. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის იერიშებზე ამერიკისა და ევროპის სერიოზულ რეაქციას ელოდება. უკრაინის ლიდერის თქმით, უკვე ზედმეტად დიდი ხანია, მაგიდაზე დევს ამერიკის შეთავაზება ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი ამ დრომდე არ აქვს.