რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე საჰაერო იერიშებს. გასულ ღამეს რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ხერსონზე და დნეპროპეტროვსკის ოლქზე. თავდასხმის შედეგად ხერსონში დაღუპულია ერთი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავდა. ერთი დაშავებულია დნეპროპეტროვსკის ოლქშიც. ოლქის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი აცხადებს, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და რამდენიმე მანქანა.