რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები გრძელდება. შაჰედის ტიპის 13 რუსული უპილოტო აპარატი ჩამოგდეს გასულ ღამეს სუმში. უკრაინული მედია წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა არმიამ პოკროვსკის მიმართულებით 36 შეტევა განახორციელა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ასევე ლიმანის მიმართულებით, სადაც, გენერალური შტაბის ინფორმაციით, 20 შეტაკება დაფიქსირდა. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კურსკის ოლქში კონტრშეტევის მცდელობა ჰქონდათ. რუსული მხარის განცხადებით, მათ ყველა თავდასხმა მოიგერიეს.