გასულ ღამეს რუსებმა ქალაქ სუმზე საჰაერო იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს. უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვია. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მაშველები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.