მორიგი თავდასხმა უკრაინაზე. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დრონები კიდევ ერთხელ გაუშვა. უკრაინული მხარის ცნობით, გუშინ ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 43 დრონი ჩამოაგდეს, სულ კი შეტევაში 61 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. თავდასხმის სამიზნე იყო პოლტავის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქები. პარალელურად რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმა ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა, ავტომობილები და მართლმადიდებლური ეკლესიაც.