რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსულმა ძალებმა ხერსონის სამხრეთით საჰაერო იერიში მიიტანეს. იერიშის შედეგად დაზიანებულია ავტობუსი, სადაც მგზავრები ისხდნენ. დაღუპულია ერთი ადამიანია, ხოლო ცხრა დაშავდა. ამასთან, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონეცკის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს კურახოვო, რომელიც მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძთან, პოკროვსკთან მდებარეობს. ამასთან, უკრაინული მხარე კურახოვოს დაკარგვას არ ადასტურებს. შეტაკებები გრძელდება რუსეთის კურსკის ოლქშიც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინელების პოზიციების შტურმი 100- ჯერ სცადეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ხუთ თვეში რუსეთმა კურსკის რეგიონში დაახლოებით 15 000 ჯარისკაცი დაკარგა.ზელენსკის თქმით, კურსკის ოპერაციამ, რომელიც უკრაინამ აგვისტოში დაიწყო, შექმნა ბუფერული ზონა, რაც ხელს უშლის რუსულ ძალებს განლაგდნენ აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის მთავარ ხაზზე.