რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია. რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში კიევზეც მიიტანა. შედეგად, ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ,რომ ღამით უკრაინის მხრიდან გაშვებული 29 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე თქმით, თავდასხმა განხორციელდა ბრიანსკის, კალუგის, სმოლენსკისა და კურსკის რეგიონებზე.