ბოლო დღე-ღამეში, უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის 74 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთმა სამი სარაკეტო და 43 საავიაციო დარტყმა განახორციელა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 64-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი. ამას გარდა, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე 14 კამიკაძე-დრონით განახორციელეს იერიში. გენშტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა. რუსეთის აგრესიის შედეგად, სამოქალაქო მოსახლეობას შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მტერი კვლავ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა, უკრაინის ძალები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვას. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა რუსეთის ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 24 რაიონზე განახორციელეს დარტყმა.