უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში რუსული სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად, დონეცკის ოლქში შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, ხოლო ხერსონის რაიონში – სამი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ბოლო ცნობებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული მხარის მიერ უკრაინაზე 96 თავდასხმა განხორციელდა.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ მათ მტრის 30 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება მოახერხეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინელ მასწავლებლებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე და ქვეყნის მომავალი კვირის გეგმებზე ისაუბრა.