რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. იბომბება ქალაქები. სუმის ოლქში მომხდარი იერიში შედეგად აფეთქდა საცხოვრებელი სახლები. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პარალელურად, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“ გაანადგურეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარების წინსვლა მნიშვნელოვნად შენელებულია. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ოკუპანტი სამხედროები დემორალიზებული არიან, ხშირად მიმართავენ მოროდიორობასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს არღვევენ. ძლიერი ხანძარი იყო ჟიტომირში, სადაც ავიაიერიშის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ორ რეზერვუარს წაეკიდა. ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.