რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სუმის ოლქზე რუსმა სამხედროებმა 21 დარტყმა განახორციელეს. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი მცირეწლოვანი, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობებიც. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომლის მიზეზიც საკომუნიკაციო კოშკზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა გახდა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა შეერთებული შტატების კონგრესის ინიციატივას, რუსეთის სახელმწიფოს ქონების კონფისკაციისა და უკრაინისთვის რეპარაციის სახით გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები უკრაინას დიდ დახმარებას უწევს.