ღამის განმავლობაში რუსეთმა სუმის რაიონზე 17 თავდასხმა განახორციელა. დაფიქსირდა 153 აფეთქება, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები. ბახმუტი რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ფრონტის ხაზზე და უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უკრაინა აგრძელებს შეტევას რამდენიმე რაიონში. უკრაინული მხარე ბახმუტის მიმართულებით გარკვეული წინსვლის შესახებ საუბრობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, უკრაინელი სამხედროები იკავებენ დომინანტ სიმაღლეებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ბახმუტის მიმართულების სამხედროებს მიღწეული წარმატებებისთვის. რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის რეგიონის ქალაქ უკრაინსკაზე, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიჭრა 5 ადამიანი. დაზიანდა 2 კერძო საცხოვრებელი სახლი და 14 მაღალსართულიანი კორპუსი.