რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის პასუხი დასავლეთის მიერ უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემაზე.

ომში მყოფ ქვეყანაზე დილიდან მასირებული საჰაერო შეტევა მიმდინარეობს. დაიბომბა კიევი და რამდენიმე ქალაქი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი. რუსეთიდან უკრაინისკენ 55 რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმეტესობა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. მსხვერპლია დედაქალაქშიც. გოლოსეევსკის რაიონზე სარაკეტო დარტყმის შედეგად არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კიევისთვის სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის მიწოდების გამო მოსკოვი დასავლეთის მიმართ მუქარას განაგრძობს და „ლეოპარდებთან“ დაკავშირებულ ბოლო გადაწყვეტილებას ომში ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვად განიხილავს.