ხერსონი საომარი მოქმედებების მთავარი ეპიცენტრია.
რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონში უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინელ სამხედროებს მთელ რიგ პოზიციებზე სერიოზული წინსვლა აქვთ. დაძაბული სიტუაციაა დონეცკის ქალაქ ბახმუტშიც. რუსეთის მიერ ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად უკრაინული ენერგოობიექტების ნაწილი დაზიანებულია. შედეგად კიევსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ენერგოკრიზისია. დედაქალაქის მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით დენს გრაფიკით მიიღებენ. საფრთხეშია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურიც, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი საჰაერო იერიშის სამიზნე იქნება.