რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

17 მარტის დილამდე კიევში კომენდანტის საათი ცხადდება.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახლა სწორედ დედაქალაქია, რომელიც ღამის განმავლობაში არაერთხელ დაიბომბა. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დედაქალაქის მერი კიევში დარჩენილ მოქალაქეებში ქუჩაში არ გასვლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ნებისმიერ დროს თავშესაფრებში გადასასვლელად მზად იყვნენ. სარაკეტო თავდასხმები გრძელდება ხარკოვზე, უმძიმესი სურათია ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია. რუსეთის საოკუპაციო ძალების ქალაქის აღებას ცდილობენ. მოქმედებს მხოლოდ ერთი ჰუმანიტარული დერეფანი. საომარი მოქმედებების პარალელურად მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. ოფიციალური კიევი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიწვევას 2-3 კვირაში ან მაისის დასაწყისში ვარაუდობს.

საკმაოდ მწვავე იყო უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი მიმართვა დასავლეთის მიმართ. ზელენსკი ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას რუსეთის მიერ ჰიპნოზირებულად აცხადებს.