უკრაინაში ომი გრძელდება. უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, საბორნე გადასასვლელი და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტი გაანადგურეს. ავიაციამ იერიში მიიტანა რუსეთის სამხედროების 18 სამეთაურო და საყრდენ პუნქტზე.
უკრაინული დასახლებების დაბომბვას განაგრძობს რუსეთის არმია. თავდაცვის უწყების ცნობით, დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროების ცეცხლს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ სლავიანსკში დაიბომბა საბავშვო ბაღი. გრადის ტიპის რაკეტებით დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებული დარტყმის შედეგად კი ერთი ადამიანი დაშავდა.