რუსეთის საომარი მოქმედებები ხერსონში

რუსმა ოკუპანტებმა დილით ხერსონი დაბომბეს.

საჰაერო თავდასხმა ეკლესიასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე განხორციელდა. დაშავდა სამი ადამიანი.   ასევე, უკრაინის გენშტაბის ცნობით, საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 15 შაჰიდის ტიპის და შვიდი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები. გასულ ღამეს, კიევსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის ცაზე „კამიკაძე“ დრონები დააფიქსირეს. უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საფრთხე, კიევის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში არსებობდა.