რუსეთის საოკუპაციო მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა რიცხვი კი იზრდება. რუსეთის საოკუპაციო არმიის სამიზნე ფრონტის ხაზთან ერთად უკრაინის ქალაქებია. რამდენიმე რეგიონში რუსეთმა რაკეტებით და უპილოტო აპარატებით იერიში მიიტანა საცხოვრებელ ზონებზე.

პარალელურად, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე საუბრობს, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პუტინს რეალურად სამხედრო კონფლიქტის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. უკრაინის ომის ფონზე, ნატო წევრ ქვეყნებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს.