რუსეთის სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ რეგიონებში

ნატოს მხარდაჭერის ზრდის ფონზე რუსეთი ძალის დემონსტრირებას განაგრძობს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლებაში 7000-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის საზღვაო ქვეითები მონაწილეობენ. ასევე წვრთნებისთვის 2 000 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. მათ შორისაა ბომბდამშენები და ავიაგამანადგურებლები.

აფხაზეთის და ცხინვალის გარდა წვრთნები ანექსირებულ ყირიმშიც მიმდინარეობს. სწავლების ფონზე გაძლიერებულია კონტროლი საოკუპაციო ზოლზეც.