რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ნინო ლომჯარია ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია სამართლებრივ ჭრილში შეაფასა ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკა. მისი განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაში პასუხისმგებელი  რუსეთის ფედერაციაა,  როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას უპასუხა.  როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობასთან  დაკავშირებით.