რუსეთის საგარეო უწყების განცხადება - შეფასებები

რუსეთი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობას ვერ ხედავს. მიზეზად კრემლი ოფიციალური თბილისის პოზიციას ასახელებს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიალოგის აღდგენის სანაცვლოდ, რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას გულისხმობს. ამ მოთხოვნას კრემლში არარეალისტურად და საქართველოსთვის საზიანოდ აცხადებენ. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია, ბურთი კი – საქართველოს მოედანზეა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ოფიციალური თბილისი ეხმაურება. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, საოკუპაციო ჯარების გაყვანა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება – მხოლოდ ამ პუნქტების შესრულების შემთხვევაში განიხილავს ქართული მხარე რუსეთთან დიალოგის აღდგენას.