რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს მოსკოვი მკაცრად უპასუხებს
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს ან რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯს მოსკოვი მკაცრად უპასუხებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ათასობით ამერიკელის სამუშაო რუსულ კომპანიებზეა დამოკიდებული, რომლებსაც სანქციები აზარალებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი გლობალური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად, ყველა საშუალებას იყენებს.
დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 38 რუს ბიზნესმენსა და მთავრობის მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.