საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს. დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთი თავად არის იმ საერთაშორისო შეთანხმებების ხელმომწერი, რომლითაც თანხმდება, რომ ქვეყნები თავად განსაზღვრავენ საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოებსა და ალიანსებს. მინისტრის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანდება ყველა ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ალიანსის წევრობაზე და აკმაყოფილებს სტანდარტებს.

შეგახსენებთ, კრემლი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, რომელიც ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები, მოითხოვს შეერთებული შტატებისგან და ნატო-სგან, რომ ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, არ ითანამშრომლოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, არ განათავსოს მათ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურა და შეზღუდოს სამხედრო სწავლებები.