რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთში

რთული გეო-პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთში შეხვედრებს მართავს.

სერგეი ლავროვი უკვე მიიღო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელმაც აზერბაიჯანთან ომისა და დაკარგული რეიტინგის ფონზე თანამდებობა დატოვა. ქვეყანა ახლა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, პარალელურად ურთიერთობა ისევ იძაბება მეზობელ აზერბაიჯანთან. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ერევანი ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნას არ დათანხმდება.

ავტორები: გიორგი აფხაიძე, ლაშა მოძმანაშვილი

დატოვე კომენტარი