რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

„რუსეთი დღეს ნატო-სა და ეუთო-ში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი ითხოვს ვალდებულების დაზუსტებას, თუ როგორ არ გაძლიერდება დასავლეთის უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. „ჩვენ მივაღწევთ არა მხოლოდ გარანტიებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს „ქაღალდზე“, არამედ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებსაც, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროპის მთელ კონტინენტზე რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური ინტერესების სრული, თანაბარი გათვალისწინებით“ – აცხადებს სერგეი ლავროვი.