რუსეთის საავიაციო დარტყმები უკრაინაზე
რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაში მდებარე სკოლაზე საავიაციო დარტყმები განახორციელა. დაღუპულია 29 ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი და ორი მაშველი. დაშავებულია ხუთი პირი. კიდევ 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამჟამად ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა კარგად იცოდა, რომ კომიშუვახაში დარჩენილი მოსახლეობა ყოველ კვირას სწორედ ამ ადგილას იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას. ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიოს, რუსეთს „ძლიერი და მკაცრი“ პასუხი გასცეს და უკრაინას დახმარება გაუწიოს.