რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის მერმა ევგენი როიზმანმა თანამდებობა დატოვა
- თავისი გადაწყვეტილება როიზმანმა გამოაცხადა საქალაქო კრების წინაშე, რომელზეც უნდა განეხილათ ცვლილებები ქალაქის წესდებაში. ევგენი როიზმანმა, რომელიც იმავდროულად ეკატერინბურგის საქალაქო კრების თავმჯდომარეცაა, უარი განაცხადა დღის წესრიგში ამ ცვლილების შეტანაზე, რასაც ამომრჩევლების მოტყუებად მიიჩნევს.
- უახლესი რუსული ბირთვული რაკეტის ყველა გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNBC აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
- ავსტრალიურმა სასამართლომ კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი, რომელიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს 1970-იან წლებში მალავდა, დამნაშავედ ცნო.